26 მაისი 2020,   07:54
ვრცლად
სავარაუდო შიდაგავრცელების შემთხვევა იმერეთში - ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული 8 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ოთხის კი დამაკმაყოფილებელი. ექიმ თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის სამი საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. აღნშნული ფაქტები ბოლო ორი შემთხვევიდან ერთ-ერთი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი სამტრედიის ცხელების ცენტრიდან შემოიყვანეს. ის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სავარაუდოდ, ეს შიდაგავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული COVID-19-ით რვა პაციენტი მკურნალობს. აქედან სამის დაინფიცირების პირველწყარო ჯერ გამოკვლეული არაა. ეპიდემიოლოგები სამივე შემთხვევას და მათ კონტაქტებს იკვლევენ.

დღის ამბები