27 მაისი 2020,   16:59
ვრცლად
2 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება - პაციენტები 70 წელს გადაცილებულები არიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 13 შემთხვევიდან ინფექციურ ცენტრში 2 პაციენტია მოთავსებული, რომელთა დაინფიცირების წყაროც ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება:

"24 საათში დადასტურდა 13 შემთხვევა, გახდა 208,  დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 5 ბათუმშია, 2 ქუთაისში და დანარჩენი თბილისში. ამ 13-დან ჩვენს ლაბორატორიაში დადასტურებულია 2 შემთხვევა. ამ 208 შემთხვევიდან 72 ჩვენი პაციენტია, დანარჩენი იმ 9 COVID-ის მიმღებ დაწესებულებებშია მოთავსებული. გამოჯანმრთელებული არის 46 შემთხვევა, აქედან 35 არის ჩვენი ცენტრის. გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა, ამ პაციენტებიდან 9 იყო განმეორებითი. გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით, 2 დასტაბილურდა, 2 რჩება მძიმე პნევმონიით თუმცა აქაც შეინიშნება გაუმჯობესება.

2 ახალი ინფიცირებულის წყარო არის ეროვნული ბანკის თანამშრომლები. 2 პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული, ერთ-ერთ მათგანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ორმაგი რისკი აქვს ასაკი და დიაბეტი. ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული 8 პაციენტი წევს ჩვენთან,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

დღის ამბები