26 მაისი 2020,   07:41
ვრცლად
ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოწყობილი საველე კარავი მხარის რწმუნებულმა დაათვალიერა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოწყობილი საველე კარავი დაათვალიერა.

მხარის რწმუნებულის განმარტებით, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, სასაზღვრო პუნქტზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. საზღვრიდან შემოსული თითოეული მოქალაქე თერმო-სკრინინგის პროცედურას გადის. საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში კი პიროვნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, საველე კარავში განთავსდება.

დღის ამბები