27 მაისი 2020,   09:25
ვრცლად
ხელისუფლების ვალდებულებაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არა მათი ციხის გაუქმება - დავით ბაქრაძე 

თეა წულუკიანის განცხადებას, მატროსოვის ციხის დახურვასთან დაკავშირებით, ოპოზიცია არასანდოს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ, საზოგადოებას მეტი ინფორმაციაა მიეწოდოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე დავით  ბაქრაძე აცხადებს, რომ საერთო რეჟიმის ციხეზე ყოფილი პოლიციელების გადაყვანა საფრთხის შემცველია.

"მატროსოვზე მყოფი ყოფილი პოლიციელების გადაყვანა საერთო რეჟიმის ციხეზე, სადაც მათ ექნებათ პირდაპირი შეხება ყოფილ კრიმინალებთან, შეიძლება გახდეს საფრთხის შემცველი ამ პოლიციელების უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება მატროსოვზე მყოფ პოლიტპატიმრებს, ხელისუფლების ვალდებულებაა, ცალსახად და მკაფიოდ, ამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არა მათი ციხის გაუქმება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მაისამდე ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია მოხდება. საპატიმროში მყოფი ყველა პირი კი, რუსთავის #12 და #16 პენიტენციურ დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებულ რეაბილიტირებულ შენობებში გადაიყვანეს. გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო ციხის მძიმე მდგომარეობით ხსნის.

დღის ამბები