31 მაისი 2020,   22:09
ვრცლად
თბილისის მერიის და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები "ქართული ოცნებიდან" სოლიდარობის აქციას უერთდებიან

თბილისის მერი კახა კალაძე თანაგუნდელებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, სოლიდარობის აქტს შეუერთდნენ.

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისის მერიის და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები "ქართული ოცნებიდან" სოლიდარობის აქციას უერთდებიან.

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან ჩვენი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან მზადყოფნას გამოვთქვათ შევუერთდეთ იმ ინიციატივას, რომელიც გუშინ გაჟღერდა. მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ჩვენს თანაგუნდელს, მხარდამჭერს, ვისაც ამის შესაძლებლობა გააჩნია შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს და ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 2 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ყველა წევრი ხელფასის მესამედს პანდემიასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.

 

დღის ამბები