31 მაისი 2020,   20:45
ვრცლად
მნიშვნელოვანია ჩვენი ყველას ერთად დგომა, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა - კახა კალაძე

ოპოზიციური პარტიების ერთიან წერილთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად დგომაა, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს განეკუთვნება.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ოპოზიციის წევრების განცხადებას მიესალმება.

"ვხედავთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მნიშვნელოვანია ჩვენი ყველას ერთად დგომა, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა, გარკვეული სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა. მე ვფიქრობ, დღეს არის ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ მტერს, რომელსაც ჰქვია კორონავირუსი. ასე, რომ მისასალმებელია ეს განცხადება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ფინანსთა სამინისტროს უკვე კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული," - განაცხადა კახა კალაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. 

"ეს მუშაობა კარგა ხანია მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, რომ 500 მილიონის ფარგლებში უფრო მეტი გარკვეულობაა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, მილიარდამდე თუ ავიყვანეთ ეს დახმარების თანხა, იქნება იდეალური იმ შემთხვევაში, როცა მოცულობა მოთხოვნისა ძალიან დიდია იმ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, რომელთაც ამ ეტაპზე გააჩნიათ ვალდებულება და მანდატი, შეაფასონ, რომელ ქვეყანას როგორ დაეხმარონ," - აცხადებს რომან კაკულია.

შეგახსენებთ, რომ 23 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო მოძრაობა საერთაშორისო საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა და აღნიშნული პარტიები, როგორი კრიტიკულებიც არ უნდა იყონ ხელისუფლების მიმართ, ამ მცდელობაში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. 

 

 

 

 

დღის ამბები