31 მაისი 2020,   20:32
ვრცლად
ჰაკერები ირანის დავალებით WHO-ს პერსონალურ მონაცემთა ბაზაზე თავდასხმას ცდილობდნენ

ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50 ათასს გადასცდა. მათგან 3956 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 124 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2875-ით გაიზარდა. ირანში ვირუსმა 3136 ადამიანი იმსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ რომ ჰაკერებს მცდელობა ჰქონდათ ორგანიზაციის პერსონალურ მონაცემთა ბაზაზე თავდასხმა განეხორციელებინათ. ორგანიზაციაში ამბობენ რომ ჰაკერები ირანის მთავრობის სასარგებლოდ მოქმედებდნენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არაა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის დასაწყისიდან დღემდე ჰაკერული თავადასხმების რიცხვი გაორმაგებულია.

დღის ამბები