27 მაისი 2020,   09:44
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვებსა და მათ მშობლებზე დაკვირვება გრძელდება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მეექვსე პაციენტი შეიყვანეს. პაციენტი იმ ბავშვების დედაა, რომელიც გუშინ აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორივე პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც ვირუსი დადასტურებული აქვთ - სტაბილურია. მცირეწლოვან ბავშვებსა და მათ მშობლებზე კი დაკვირვება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გადაწყდება, გადაიგზავნება, თუ არა მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში.

სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსული მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან. სამედიცინო კარავი მოინახულეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, მათი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მსგავსი სამედიცინო კლინიკის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანების კორონავირუსისგან დაცვისთვის.

დღის ამბები