27 მაისი 2020,   09:39
ვრცლად
საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 2 კრიტიკულად მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 2 პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ექიმების განმარტებით, არ არის გამორიცხული 62 და 80 წლის ქალბატონები ხელოვნური სუნთქვის აპარატებიდან მალე მოხსნან. ორივე მათგანის მდგომარეობა უკვე კვირაზე მეტია საკმაოდ მძიმედ ითვლებოდა. მედიკოსებს დადებითი პროგნოზების გაკეთება უჭირდათ. სტაბილურია ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. 

"მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. მეორე ქალბატონიც, რომელიც არის 80 წლის და აპარატურულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც ცოტა გავამარტივეთ. ორსული ქალი ჩამოყვანილი ბოლნისიდან, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იქ პრობლემა არ გვაქვს," - აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე.  

დღის ამბები