01 ივნისი 2020,   01:04
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვების დედასაც COVID-19-ის ნიშნები აქვს

"კურიერის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვებიდან ერთ-ერთი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დედასთან ერთადაა მოთავსებული, რომელსაც ასევე, COVID 19-ის სიმპტომები აქვს.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, მეორე ბავშვი მამასთან ერთად ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ბავშვებს მაღალი ტემპერატურა და ხველა აღენიშნებათ. სავარაუდოდ, მათ COVID 19-ზე ანალიზს უახლოეს მომავალში აუღებენ.

შეგახსენებთ, რომ საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტიდან, სავარაუდოდ, შამგონის მკვიდრი 2 და 3 წლის ბავშვები მაღალი ტემპერატურით დღეს გადმოიყვანეს.

ენგურის ხიდთან საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. საჭიროების შემთხვევაში აქ ოკუპირებული ტერიტორიდან გადმოსულ მოქალაქეებს შეამოწმებენ. სამეგრელოში 600-მდე ადამიანს ​თერმოსკინინგი უკვე ჩაუტარდა.

დღის ამბები