25 მაისი 2020,   11:45
ვრცლად
პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები რამდენიმე ქალაქში მოეწყობა 

ქვეყანაში გამოცხადებული სრული კარანტინის პირობებში, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები თბილისში და ასევე ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მოეწყობა. 

განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში დაიწყებს ფუნქციონირებას: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით.

პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები ერთობლივად განახორციელებენ.

ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინის შემოღების შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. ყველა შესაბამისი შეზღუდვა ძალაში ხვალ დილის 8 საათიდან შედის. 

დღის ამბები