26 მაისი 2020,   21:04
ვრცლად
ჯარისკაცებს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოში დამზადებული პირბადეები გადასცა

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები გადაეცა. დეფიციტური პროდუქტი ქვეყანაში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული.

ნიღბები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება.

ქართული წარმოების ნიღბები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გადმოეცა საქართველოში წარმოებული დოლბანდის მრავალშრიანი პირბადეები, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ," -აცხადებს მეოთხე ბრიგადის სამხედრო ექიმი, მაიორი ვლადიმერ ხელაია. 

დღის ამბები