26 მაისი 2020,   21:47
ვრცლად
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მიზეზით მოთავსებულ პირებს  კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის ჯანმრთელობა შედარებით მძიმეა. ორივე მათგანი ქალია და რეანიმაციაში რჩებიან.

რაც შეეხება ორსულ პაციენტს, ლევან რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელია.

"ორი ქალბატონი წევს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ამ ეტაპზე ჩატარებული სიმპტომური მკურნალობის შედეგად, მათი სასიცოცხლო პარამეტრები ნარჩუნდება.

რაც შეეხება 22 კვირის ორსული ქალბატონის მდგომარეობას, ამ ეტაპზე მისი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია," -  აღნიშნა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორმა ლევან რატიანმა.

დღის ამბები