26 მაისი 2020,   21:25
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 პაციენტს აკვირდებიან - ორ მათგანს პნევმონია აღენიშნება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46-ს პაციენტს აკვირდებიან.  ამ ეტაპზე არც ერთ მათგანს კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 20 ანალიზის პასუხი უნდა მოვიდეს.

მისივე ინფორმაციით, რეანიმაციაში იმყოფება 2 ადამიანი. მათ პნევმონია აღენიშნებათ, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 46 პაციენტია, მათგან ძირითადად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან 2 პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში და მათ უტარდებათ შესაბამისი რეანიმაციური მკურნალობა. ერთი არის მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელიც არის ცნობილი ორმხრივი პნევმონიით და კოვიდუარყოფითი. ხოლო მეორეს, რომელსაც ცხელება განუვითარდა, ასევე აღენიშნება პნევმონია და გადმოყვანილია ჩვენთან," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ.

 

დღის ამბები