26 მაისი 2020,   22:04
ვრცლად
აქვს თუ არა კორონავირუსი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს, დღეს გახდება ცნობილი

დღეს გახდება ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოყვანილი ქალის ანალიზის პასუხები - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას განცხადებით, 50 წლის ქალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში გაიგზავნება.

"ქალბატონი პირდაპირ მივიდა საბერიოს ამბულატორიაში და ამბულატორიის ექიმმა დაიწყო ინიცირება ამ ქალბატონის გადმოყვანაზე. მისი გადმოცემით, ის ოჯაშიც არ ყოფილა მისული, პირდაპირ გადმოიყვანეს.

მას აქვს ამბულატორიული სიმპტომატიკა, რომელიც არის  ვირუსისთვის დამახასიათებელი. შესაბამისად, ავიღეთ ჩვენ ბიოლოგიური მასალა და გადავაგზავნით ლუგარის ცენტში," - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოს მკვიდრი, 50 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს.  ამ ფაქტის ამსახველი კადრები "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსეთიდან მოდიოდა და ზუგდიდში მისი გადმოყვანა აფხაზური მხარის მოთხოვნით მოხდა. პაციენტს სასწრაფო სამედიცინო მანქანები და შს სამინისტროს წარმომადგენლები ფახულანის ე.წ.გამშვებ პუნქტზე დახვდნენ. ქალს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ხველა და ტემპერატურა აღენიშნება. ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მიიჩნევენ.

დღის ამბები