26 მაისი 2020,   21:14
ვრცლად
ავტობუსში გათენებული ღამე - საქართველოს მოქალაქეები სტამბოლი-თბილისის გზის გაგრძელებას, სავარაუდოდ, დღეს შეძლებენ

სტამბულში მყოფმა საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ, გასული ღამე ავტობუსებში გაათენა. სავარაუდოდ, გზის გაგრძელებას ისინი დღეს უკვე შეძლებენ.

გადაადგილება ავტობუსებს, სადაც დაახლოებით ასამდე ადამიანია - ადგილობრივმა სამართალდამცველებმა სპეციალური ნებართვის არქონის გამო გუშინ შეუზღუდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულო მგზავრებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. უწყების ცნობით, შეფერხების მიზეზი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ახალი წესდებაა, რომელიც ყოველჯერზე ახალი ნებართვის აღებას ითვალისწინებს, რაც დროში ჭიანურდება.

დღის ამბები