26 მაისი 2020,   20:50
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში კრიზისის მართვის სადავეებთან მყოფი ყველა პირი ინფიცირების რისკის ქვეშაა

გაერთიანებულმა სამეფომ დღეს ახალ რეალობაში გაიღვიძა, სადაც ტახტის მემკვიდრის, პრინც ჩარლზის გარდა, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი კაბინეტის ჯანდაცვის მინისტრიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებული.

ქვეყანაში COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მართვის სადავეებთან მყოფი ყველა პირი დღეს ინფიცირების რისკის ქვეშაა.

ბრიტანეთის ქუჩები დაცარიელებულია, ტრანსპორტი უფრო იშვიათად მოძრაობს. დაიხურა ათეულობით მეტროსადგურიც. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობა სახლში დატოვოს.

გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცე ჯერ არ ჩაკეტილა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ვერსიას მთავრობა არც განიხილავს. მსოფლიოს სხვადახვა კონტინენტებზე მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, ბრიტანეთის ხელისუფლება მთელი ძალებით ცდილობს.

ისინი, ვინც მთავრობის მითითებას ემორჩილება და დღეებს სახლში სახლში ატარებს, პროდუქტების შეძენასაც სახლიდან ონლაინ მაღაზიის მეშვეობით ცდილობენ.

ბრიტანეთში კორონავირუსის პიკს მომდევნო 2 კვირაში ელოდებიან.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი

დღის ამბები