09 აპრილი 2020,   09:25
ვრცლად
მარნეულის შესასვლელში სიჩქარის შემზღუდავი დაბრკოლება დაემატა

წითელ ზონაში მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება. ეპიდემიოლოგებმა დაახლოებით 150 ათასი ადამიანის ტემპერატურა უნდა შეამოწმონ. მარნეულის შესასვლელში მავთულხლართებს და ბეტონის კონსტრუქციებს დღეს კიდეც ერთი, სიჩქარის შემზღუდავი დაბრკოლება დაემატა.

წითელ ზონაში მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები შედიან, მათ იციან რომ ტერიტორიას საკარანტინო რეჟიმის გაუქმებამდე ვეღარ დატოვებენ.

მარნეულის შესასვლელთან მოწყობილი გამშვები პუნქტის გავლით, ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, ძირითადად, სატვირთო ავტომობილები შედიან. მათი უმეტესობა მუნიციპალიტეტების ტერიტორიას გადაადგილებისთვის გამოიყენებენ და ტერიტორიის გავლით უკვე სომხეთში გადავლენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ როგორც ცენტრალურ, ასევე მეორეხარისხოვან გზებზე აქტიურად მიმდინარეობს პატრულირება და უსაფრთხოების ზომები დაცულია. 

ორივე მუნიციპალიტეტში, როგორც მარნეულში, ასევე ბოლნისში, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. მათ შორის, კლინიკაშიც, სადაც 62 წლის ქალი კორონავირუსის დადასტურებამდე მკურნალობდა.

 

 

დღის ამბები