09 აპრილი 2020,   08:30
ვრცლად
უახლესი კვირები იქნება ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის მატების პერიოდი - პაატა იმაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პიკის ზუსტ დროს ჯერჯერობით ვერ დაასახელებს:

"რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც ქვეყანაში თავის დროზე ეტაპობრივად ჩატარდა 3-4-ჯერ მეტი შეიძლება ყოფილიყო შემთხვევები. ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება შემდგომ ვიტყვით პიკზე როდის გავალთ და  ზუსტად დავასახელებთ ამ დროს, მანამდე ჩვენ უნდა ვემზადოთ, რომ უახლესი კვირები იქნება ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის მატების პერიოდი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები