09 აპრილი 2020,   07:18
ვრცლად
სიტუაცია სწრაფად, თუ არ გაუმჯობესდა არჩევანი აღარ დაგვრჩება, გარდა სრული ბლოკადისა - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელში იერუსალიმის აღდგომის ტაძარი ერთი კვირით დახურეს. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი გაამკაცრეს. ახალი წესების მიხედვით, მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან ფეხით გადაადგილება 100 მეტრზე მეტ მანძილზე ეკრძალებათ.

გამონაკლისი ეხება იმ პირებს, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაადგილება და მათ ამისთვის სპეციალური ნებართვა აქვთ. 

კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა ღაზას სექტორში. იმ შემთხვევაში, თუ ვითარება არ გამოსწორდა, ისრაელის პრემიერ მინისტრი სრულ ბლოკადას აანონსებს.

"ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით, საკმარისი არ არის, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ მესამე დღეს ორმაგდება. ერთ კვირაში შეიძლება ათასობით ავადმყოფი გვყავდეს, რომელთაც ნაწილი სიკვდილის ზღვარზე იქნება. სიტუაცია სწრაფად, თუ არ გაუმჯობესდა არჩევანი აღარ დაგვრჩება, გარდა სრული ბლოკადისა," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები