08 აპრილი 2020,   16:01
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათში ვენა-თბილისის რეისი დაეშვება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათში ვენა-თბილისის რეისი დაეშვება. "ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს 180 მოქალაქეს დააბრუნებს. სამშობლოში ჩამოვლენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც 22 მარტს ბილეთები გაუუქმდათ. 

საქართველოს 180 მოქალაქე აეროპორტში გაივლის შემოწმებას და ამის შემდეგ სხვადასხვა საკარანტინე ზონებში გადანაწილდება. 

"კურიერს“ მგზავრებმა გამოფრენამდე მიაწოდეს ვიდეომასალა. კადრებში ჩანს, რომ ეკიპაჟის წევრები აღჭურვილი არიან სპეციალური ეკიპირებით, ასევე, დამცავი პირბადეებით, რაც  დაურიგდათ მგზავრებს.  

"ჩამოსული ვიყავი გერმანიაში სამკურნალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრობლემები შეიქმნა ვირუსთან დაკავშირებით, რეისები გადაიდო. შევეხმიანე საელჩოს, ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს, ყოველდღიურად მეხმარებოდნენ როგორც ფინანსურად, ასევე მაქცევდნენ ყურადღებას,“ - ამბობს ერთ-ერთი ქართველი.

შემდეგი რეისი ევროპიდან 31 მარტს იგეგმება, მოქალაქეებს ამსტერდამიდან ჩამოიყვანენ.  

დღის ამბები