08 აპრილი 2020,   16:14
ვრცლად
პენტაგონმა C დონის მზადყოფნა გამოაცხადა - ეს არის ერთი ნაბიჯი უკიდურეს მზადყოფნამდე

კორონავირუსის საფრთის გამო, პენტაგონმა C დონის მზადყოფნა გამოაცხადა - ეს არის ერთი ნაბიჯი უკიდურეს მზადყოფნამდე.

ამერიკა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 2 ტრილიონს გამოყოფს. შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის ისტორიაში ეკონომიკის სტიმულირების ყველაზე მასშტაბური გეგმა დაამტკიცა. პომპეო ჩინეთს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და ამბობს, რომ ოფიციალური პეკინი ინფორმაციის გაზიარებას არ ჩქარობს, რაც "ათასობით სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს".

კითხვაზე, ამ ფონზე როგორ გაგრძელდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობა, მან განაცხადა, რომ ბრალდების დრო მოვა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მაინც ეცდება ჩინეთთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

შტატებში ინფიცირებულია 68489 ადამიანი, დაღუპულია 1032. "კურიერის" ინფორმაციით, შტატებში ინფიცირებულთა შორის საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც არის. 

დღის ამბები