08 აპრილი 2020,   16:07
ვრცლად
ხუთი ჯარისკაცის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 5 სამხედრო პირის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის განმავლობაში მიიღებენ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, ოთხი ჯარისკაცის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთ-ერთ მათგანს პნევმონია აქვს.

"მოყვანილია ხუთი ჯარისკაცი. 4 ჯარისკაცი კარგადაა და ტემპერატურაც აღარ აქვთ, რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს, მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია გადაყვანილი," - განაცხადა ლალი ტურელიძემ.

კორონავირუსი დაუდასტურდა მარნეულიდან შესულ კიდევ ერთ ადამიანს, რომელსაც დღეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ, მას შემდეგ რაც მიმღები საავადმყოფო პაციენტს გააფორმებს, მონაცემები ოფიციალურ ვებ-გვერდზეც შეიცვლება.

"კოვიდ 19"-ის კიდევ ორი ახალი შემთხვევა. ორივე პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა. ამ დროისთვის ქვეყანაში 77 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 გამოჯანმრთელებულია და უკვე გაეწერა.

მძიმე რჩება საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი, მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა. 

დღის ამბები