08 აპრილი 2020,   15:52
ვრცლად
თელავის რეფერალური საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომის მქონე პაციენტების მომსახურებაზე გადავიდა

თელავის რეფერალური საავადმყოფო დღეიდან იმ მოქალაქეების მიღებას იწყებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი აღმოაჩნდება.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, პაციენტებს ანალიზებს ადგილზე აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

საავადმყოფომ პაციენტების მიღება გუშინ შეაჩერა და სტაციონარიდან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. საავადმყოფო მხოლოდ COVID-19-ით შესაძლო დაინფიცირებულებს მიიღებს.

პაციენტების მიღება შეაჩერა თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომაც. ინტენსიურად ხორციელდება სოციალური განყოფილებების მოწყობა და მედპერსონალის მომზადება.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღის ამბები