30 მარტი 2020,   20:41
ვრცლად
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ აღდგომისთვის აშშ კორონავირუსს დაამარცხებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ქვეყანა აღდგომამდე კორონავირუსის დამარცხებას შეძლებს, ამის შესახებ BBC წერს. 

ამასთან, სენატმა მხარი დაუჭირა წინადადებას, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი აშშ დოლარი გამოიყოს. 

გუშინ "ფოქს ნიუსთან" აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას აღდგომისთვის, 12 აპრილისთვის დაუბრუნდება. მან აღნიშნა, რომ აღდგომა განსაკუთრებული დღეა მისთვის. 

დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყანა ბიზნესისთვის უნდა გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში რეცესია და დეპრესია გარდაუვალი იქნება :

"უამრავ ადამიანს დაკარგავთ. გვექნება ათასობით სუიციდის შემთხვევა, არასტაბილურობა,"  - განაცხადა მან. 

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა". დონალდ ტრამპის მტკიცებით, გადაწყვეტილება ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული. 

აშშ-ში დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ქვეყნის მასშტაბით თითქმის 55 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსმა 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები