30 მარტი 2020,   20:11
ვრცლად
სამ შემთხვევაში ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, დაინფიცირება რომელ ქვეყანასთან იყო კავშირში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, COVID 19-ით დაავადებული მარნეულელი ქალის ინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, კვლევაში სხვა უწყებებიც ჩაერთვებიან. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიას აქვს შესაძლებლობა, რომ ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დადგინდეს, რომელ ქვეყანასთან აქვს მას კავშირი. 

"საინტერესოა, რომ ჩვენ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ზუსტი ინფექციის წყარო არ ვიცოდით, სეკვენირების საშუალებით, რომელიც ლუგარის ცენტს გააჩნია ამის შესაძლებლობა, რომ ვირუსი რომელიც აქვს პაციენტს, მისი გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს და სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით ზუსტი ინფექციის წყარო, ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და სამივე შემთხვევაში, ჩვენ შევძელით გენეტიკური ხაზის მიხედვით ვირუსის, დაგვედგინა რომელ ქვეყანასთან იყო ის კავშირში. ასე, რომ ეს გაგრძელდება," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები