07 აპრილი 2020,   01:58
ვრცლად
დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრესს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის კუთხით გვაქვს - თბილისი რეგიონულ ამბასადორიალს მასპინძლობს

თბილისი, ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონულ ამბასადორიალს მასპინძლობს. ამბასადორიალი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა გახსნა.

მინისტრმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება საქართველოსა და ევროპას შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობასა და პარტნიორულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.

"თბილისი და საქართველო არ არის მათი მხრიდან არჩეული, როგორც უბრალოდ ადგილი, არამედ, ეს არის კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის და ასევე იმ პროგრესს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის კუთხით გვაქვს," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. 

 

დღის ამბები