05 აპრილი 2020,   05:06
ვრცლად
"ტრი მედია ინტელიჯენსი” დღეიდან სატელევიზიო რეიტინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაითვლის

"ტრი მედია ინტელიჯენსი” დღეიდან სატელევიზიო რეიტინგებს, შვიდი ქალაქის ნაცვლად, მთელი საქართველოს მასშტაბით დაითვლის.

პანელის გაზრდასთან დაკავშირებით, "კანტარ მედიას" გლობალურმა დირექტორმა და ქართული მთვლელი კომპანიის "ტი-ემ-აის" წარმომადგენლებმა დღეს, პრეზენტაცია გამართეს და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს.

"ტრი მედის ინტელიჯენსი" სატელევიზიო აუდიტორიის მზომი მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის ”კანტარ მედიას" ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში.

კომპანია ამ დროისთვის 70 არხის რეიტინგს ითვლის და 30-ზე მეტი არხის მონიტორინგს აწარმოებს.

დღის ამბები