07 აპრილი 2020,   01:12
ვრცლად
სამწუხაროა, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს - მამამუკა მდინარაძე

ძალიან სამწუხაროა რომ რუსეთი ისევ განაგრძობს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს - ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ, ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან საქართველოს მოქალაქის გატაცების შემდეგ გააკეთა.

"რუსეთის ქმედებას თავისი მინაზანი გააჩნია, რომ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო მუდმივად ამყოფოს დაძაბულობის რეჟიმში. ის იყენებს თავის საოკუპაციო ძალას და ამ პროცესებში ყოველდღიურად ჩართვა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი საოკუპაციო ძალების განმტკიცებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ძალა არის ჩვენს სიმართლეში და საერთშორისო პარტნიორებში,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე. 

გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი დღეს გაიტაცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები