05 აპრილი 2020,   04:01
ვრცლად
ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, უცნობია დაესწრება თუ არა ის სასამართლო სხდომას

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა იწყება.

სასამართლო სხდომას სავარაუდოდ არ დაესწრება ლუკა სირაძის მიმართ იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

მარინა ჩოლოიანი 26 თებერვალს ღამით პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. 

რა სიმპტომებით და რა გართულებებით მოხვდა მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში უცნობია. თავად ჩოლოიანის მოთხოვნით, კლინიკა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებს.

პროცესის გადადების გამო, მხარეებმა სასამართლო პროცესზე დღეს შესავალი სიტყვის თქმა ვერ მოახერხეს. დარბაზიდან გამოსულებმა კი, საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

როგორც ჩოლოიანის ადვოკატი ამბობს, ბრალდებულის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ყველანაირ სამართლებრივ ფორმას მიმართავს.

ბრალდება კი აცხადებს, რომ მოპოვებული მტკიცებულებებით გამომძიებლის კანონდარღვევები უდაოდ დასტურდება.

ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი 4 მარტამდე გადაიდო. სასამართლოს პარალელურად საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექციაც სწავლობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები