05 აპრილი 2020,   04:22
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორიის პასუხები დაგვიანდა - ჯერ ისევ უცნობია, აქვს თუ არა ინფექციურში მოთავსებული 14 პაციენტიდან რომელიმეს კორონავირუსი

14 ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში - ლუგარის ლაბორატორიას საბოლოო პასუხები ჯერ არ აქვს.

ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის პასუხების დაგვიანება პაციენტების რაოდენობამ განაპირობა, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტებს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვთ.

"დღეს დილით მოხდა პაციენტებზე ტესტის აღება, რადგან 14 პაციენტი იყო, ჯერჯერობით პასუხები ხელზე არ გვაქვს. სავარაუდოდ 1-2 საათში იქნება მზად და გვეცოდინება ტესტების შედეგები.

პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა ნორმალურია და გამორიცხულია პნევმონია. დღის მანძილზე მათი მდგომარეობა იყო სტაბილური, საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტესტის შედეგი იქნება ნეგატიური.

ტესტის შედეგების დაგვიანება გამოიწვია რაოდენობამ, როგორც კი დასრულდება ტესტის შედეგები, ალბათ მოგეწოდებათ. ჩვენ გვსურს, რომ არც ერთი შემთხვევა არ გაგვეპაროს და ამაზე ვმუშაობთ. 37.1 რომ იყოს ტემეპერატურა, ყველა მსგავს პაციენტს კვლევა ჩაუტარდებათ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები