07 აპრილი 2020,   02:04
ვრცლად
ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურის ანგარიშში საქართველო მტკიცე პარტნიორადაა მოხსენიებული

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურის ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი. გენერალ ტოდ უოლტერსის მიერ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისადმი გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში შტატების მტკიცე პარტნიორად რჩება. გენერალი წერს, რომ რუსეთი საქართველოზე გავლენას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციით ინარჩუნებს და NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებას ართულებს. ანგარიშში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებზეცაა საუბარი.

"სამხრეთ კავკასიაში, სადაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას განაგრძობენ, საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორად და გლობალურ უსაფრთხოებაში კონტრიბუტორად რჩება. საქართველო ავღანეთში "NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი NATO-ს არაწევრი ქვეყანაა. საქართველოდან ავღანეთში აშშ-ის ოპერაციის მხარდასაჭერად 870 ჯარისკაცის გაგზავნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე ძალას წარმოაჩენს. ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი ქართველ სამხედროებს დახმარებას უწევს ამ მისიისთვის მომზადებაში. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის" ფარგლებში  ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით,"- ნათქვამია ტოდ უოლტერსის მიმართვაში.

დღის ამბები