07 აპრილი 2020,   00:21
ვრცლად
"პენსია სესხად ავიღე, ავად ვიყავი..." - 78 წლის სოციალურად დაუცველი ქალი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

78 წლის სოციალურად დაუცველი ქალი ხელისუფლებისგან დახმარებას და ბინის ქირის ნაწილის გადახდას ითხოვს. ხობში მცხოვრები ტატიანა ბუკიას თქმით, მისი ერთადერთი შემოსავალი ამჟამად 50 ლარიანი სოციალური დახმარებაა, რადგან პენსია ჯანმრთელობის პრობლემების გამო წინასწარ უკვე აითვისა და მას მომდევნო წლის სექტემბრამდე ვერ აიღებს.

ხობის მერიაში კი განმარტავენ, რომ პროგრამა ბინის ქირის გადახდას მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, თუ სოციალურად დაუცველი თავშესაფარში საცხოვრებლად რიგში დგას. ბუკიამ კი, მერიის ინფორმაციით, თავშესაფარზე გადასვლაზე უარი თქვა. 

"პენსია სესხად ავიღე, იმიტომ რომ ავად ვიყავი... მარტო ვითხოვ, 100 ლარით დამაფინანსოს მერიამ,“ - ამბობს ტატიანა ბუკია.

დღის ამბები