05 აპრილი 2020,   05:39
ვრცლად
აქცია "ევროპული საქართველოს“ ოფისთან - ახალგაზრდების ჯგუფმა პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება გააპროტესტა

მორიგი აქცია "ევროპული საქართველოს“ ოფისთან - გუშინ, დღის ბოლოს ახალგაზრდების ჯგუფი კიდევ ერთხელ მივიდა ოპოზიციური პარტიის ოფისთან და მათი მხრიდან გასულ კვირას პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება გააპროტესტა.

მოთხოვნა უცვლელია - დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა მანდატები დატოვონ.

პროტესტის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან სტიკერები გააკრეს და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჰიმნი გააჟღერეს. მათ თქმით, პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები