05 აპრილი 2020,   04:42
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ვენაში - სხდომებს გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ვენაში - სხდომებს ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. ასამბლეის მუშაობაში ეუთოს წევრი 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

განსახილველ თემებს შორის იყო კონფლიქტები, აგრეთვე ტერორიზმის, რადიკალური ექსტრემიზმისა და ანტისემიტიზმის საკითხები, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო თავის გამოსვლაში გიგი წერეთელი. 

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მცოცავი ბორდერიზაცია, ადამიანების გატაცება და უკანონო დაკავება, რაც ჰელსინკის საერთაშორისო პრინციპებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული უსაფრთხოების საფუძვლები და თითოეულმა ქვეყანამ, მიუხედავად მათი ზომისა თუ ძალისა, პატივი უნდა სცეს პრინციპებსა და თამაშის წესებს. ლეგიტიმური ინტერესები არ მიიღწევა არალეგიტიმური მეთოდებით,“- განაცხადა გიგი წერეთელმა. 

დღის ამბები