05 აპრილი 2020,   05:10
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოცდა დაიწყეს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2,715-ს მიაღწია. დაინფიცირებულია 78 ათასზე მეტი ადამიანი. COVID-19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ალჟირში, ავსტრიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ხორვატიასა და შვეიცარიაში.

ინფექცია პირველად დადასტურდა ლათინოამერიკის ტერიტორიაზეც, კერძოდ - ბრაზილიაში. ევროპის ქვეყნებში ვირუსი ძირითადად იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდგინდათ. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 11 ფაქტი ფიქსირდება. ოფიციალური ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით 100-მდე ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 16 აღწევს. სამხრეთ კორეაში კი COVID-19-ის შემთხვევათა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა, დაღუპულია 12 ადამიანი. პოზიტიური ცვლილებაა ვიეტნამში. ქვეყანაში დაინფიცირებული 16-ივე პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვაქცინაზე მუშაობის პარალელურად შეერთებულ შტატებში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოცდა დაიწყო.

დღის ამბები