05 აპრილი 2020,   04:24
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - ადვოკატი მიხეილ კალანდიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

მიხეილ კალანდია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ პოლიტიკურ პატიმრად ოფიციალურად დაარეგისტრირა - ასეთია ადვოკატის შეფასება გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. ზურაბ თოდუა ნიკოლოზ მარსაგიშვილის განაჩენს სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულს უწოდებს და გასაჩივრებისთვის ემზადება. კალანდიას უფლებადამცველი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გასაჩივრების შემდეგ სტრასბურგს მიმართავს. თოდუა იმედოვნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

"საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ  დაარეგისტრირა მიხეილ კალანდია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ფაქტობრივად გაასაჯაროვა "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" ერთობლივი გადაწყვეტილება. განჩინების ჩაბარების შემდეგ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, რამეთუ ის გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის შემდეგ  აუცილებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ, თანაც დაჩქარებული წესით. დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ ასეთი კატეგორიის საქმე დაჩქარებული წესით იქნას განხილული,"- აცხადებს ზურაბ თოდუა.

დღის ამბები