07 აპრილი 2020,   01:14
ვრცლად
საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის - გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის რისკი მომატებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია და ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯერ კიდევ 1 თვის წინ თამამად შეიძლებოდა თქმა, რომ საქართველო მწვანე ზონაში იყო, რადგან ვირუსი არცერთ ახლომდებარე ქვეყანაში არ იყო დაფიქსირებული. ირანში შექმნილმა სიტუაციამ კი სურათი ჩვენი ქვეყნისთვისაც შეცვალა. 

"აქედან გამომდინარე, ჩვენი მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს გაძლიერებული. დღეს გამოვა მთავრობის განკარგულება, სადაც განხილული იქნება საერთოდ, სხვა დასენიანებული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ პირებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევებიდან ლაბორატორიულად, ჯერჯერობით, არცერთი დადასტურდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 20 წლის გოგოს ანალიზის შედეგიც - მას COVID-19 არ დაუდგინდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს H1N1 აქვს. 

დღის ამბები