02 აპრილი 2020,   23:21
ვრცლად
"დიდი სცენის" ფინალი დღეს 10:00 საათზე "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში

დღეს "რუსთავი 2-ის" მაყურებელს მეგა შოუს ფინალი ელოდება. სწორედ დღეს გაირკვევა, ვინ გახდება გრანდიოზული პროექტის "დიდი სცენის" გამარჯვებული.

დიდ სცენაზე 3 კონკურსანტი წარსდგებაგაჟღერდება გია ყანჩელის მუსიკა და მსოფლიო ჰიტები.

პარალელურად იქნება სხვა სიურპრიზებიც, სპეციალურად "რუსთავი 2-ისთვის" და სპეციალურად მეგა შოუსთვის, დღეს ჩვენი მაყურებელი გია ყანჩელის ნაწარმოებს სრულიად ახალი შესრულებით მოისმენს.

ფინალურ გამოსვლამდე კონკურსანტებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს, კულისებს მიღმა განსაკუთრებული ემოციები აქვთ, როგორც მონაწილეებს ასევე ჟიურის წევრებს და შოუს წამყვანებსაც.

კონკურსანტები ფინალამდე განსაკუთრებულად ღელავენ, რადგან სწორედ დღეს გაირკვევა ვინ გახდება მეგა შოუს გამარჯვებული.

დღის ამბები