02 აპრილი 2020,   23:02
ვრცლად
ახალგაზრდებში პოლიტიკურ პროცესებზე ცნობიერების ასამაღლებლად "მომავალ ლიდერთა სკოლა" გაიხსნა

ახალგაზრდებში პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიზაციაზე ცნობიერების ასამაღლებლად, მომავალ ლიდერთა სკოლა გაიხსნა. მონაწილეები საჯარო მმართველობის, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან ერთად, ღია დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებზე.

სწავლება 6 თვეს გაგრძელდება და 24 თემატურ მოდულად დაიყოფა. კურსი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დღის ამბები