02 აპრილი 2020,   23:46
ვრცლად
"ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი" - დისკუსია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა

ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი - ამ სახელწოდების დისკუსია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

დისკუსიის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხები განიხილეს.

საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს უკანონო ტყვეობაში მყოფმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა და რეჟისორმა ოლეჰ სენცოვმა.

ღონისძიება ადამიანთა უფლებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში, შესაძლოა, მდგომარეობა შეიცვალოს.

"იყო ე.წ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის საკითხის განხილვა, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია დროებითი დაკავების იზოლატორის შესახებ. უნდა შეიცვალოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სიტუაცია, ამაზეა ახლა საუბარი,"- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

დღის ამბები