05 აპრილი 2020,   05:17
ვრცლად
სამტრედიაში უფროსკლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა 

დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის - სამტრედიაში მოზარდებს შორის მომხდარი შელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი ცუდად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაპირისპირების მონაწილე კლინიკაში გადაიყვანა. მოსწავლის მშობლის ინფორმაციით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და მოზარდის ცუდად გახდომა ემოციურმა ფონმა გამოიწვია. 

როგორც მშობელი ამბობს, მოზარდებს შორის დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა. მისი ინფორმაციით, უცნობმა პირმა მის შვილს გოგოსთან დაშორება მოსთხოვა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

დღის ამბები