05 აპრილი 2020,   05:49
ვრცლად
აქცია ელენე ხოშტარიას გადადგომის მოთხოვნით - დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნების" კონტრაქცია ვერ შეაშინებს

"ევროპული საქართველოს" ოფისთან, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის მეორე დღემ ხმაურის ფონზე ჩაიარა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ისევ უცვლია - ისინი ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ.

მათ ხოშტარიას პარტიის ოფისთან ახლოს მდებარე კაფეშიც მიაკითხეს. აქციაზე ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდამჭერებიც მივიდნენ.

"ელენე ხოშტარიამ რუსეთის ჰიმნის გაჟღერებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ქართველებს, შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის სულებს, ვითხოვთ პოლიტიკური ვალდებულება აიღოს, პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას მოუხადოს ბოდიში და დატოვოს პარლამენტის მანდატი," - აცხადებს აქციის მონაწილე გივი წილოსანი.

"ძალიან სამწუხაროა რომ "ქართული ოცნება" ახალგაზრდებს იყენებს პარტიული დავალებებისთვის, ცხადია და არც იმალება, რომ აქ პარტიული აქტივისტები არიან და მე მგონი მდინარაძემაც არ დამალა, მათ გადაწყვიტეს საკუთარი "საბჭოთკავშირობაშეატრიალონ და ვითომ რაღაც პროტესტი არსებობს, კონტრაქცია მოაწყონ, რასაც ხშირად აკეთებს "ქართული ოცნება," - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ. 

"ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ახალგაზრდები დღეს აქ მოვიდნენ. პრობლემა მათში კი არა, იმ ადამიანებშია, ვინც ამის ორკესტრირება მოახდინა და ვის თავშიც ეს ყველაფერი მოიხარშა. გასაგებია, რომ მათ ზნეობა და სინდისი არ გააჩნიათ, თუმცა როგორც ჩანს, თავში ტვინი არ აქვთ, რადგან ეს არის საშიში, როდესაც პარლამენტის დეპუტატს რესტორანთან კონტრაქციას უწყობენ," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე. 

დღის ამბები