05 აპრილი 2020,   04:50
ვრცლად
"ხელენ ხოშტარიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში ანტირუსული ტალღა აეგორებინა" - ერეკლე კუხიანიძე

საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე "ევროპული საქართველოს" დეპუტატს ელენე ხოშტარიას მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, ელენე ხოშტარიამ ქვეყანაში ანტირუსული ტალღა ააგორა.

გარდა ამისა, კუხიანიძე ხოშტარიას "ნაძირალად" მოიხსენიებს და "საქართველოს დაუძინებელ მტერს" უწოდებს.

"ხელენ ხოშტარია გაცილებით უფრო დიდი ნაძირალაა და საქართველოს დაუძინებელი მტერი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს.

მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი, ანტირუსული ტალღა აეგორებინა საქართველოში და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და მეგობრები მოგვიწოდებენ მაქსიმალურად დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, რადგან იციან, რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს განვითარება ვერ იქნება სრულყოფილი.

მხოლოდ საქართველოს დაუძინებელი მტრები ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას და კონფლიქტის მუდმივად გადაუწყვეტელ რეჟიმში დატოვებას. პრეზიდენტ ტრამპის მტრის და სააკაშვილის მფარველის - ჯო ბაიდენის დახმარებით, საქართველოს წურბელები ახალ-ახალ პროვოკაციებს აწყობენ," - წერს ერეკლე კუხიანიძე.

დღის ამბები