05 აპრილი 2020,   05:14
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტები "ევროპული საქართველოს" ოფისთან მივიდნენ და ელენე ხოშტარიასგან მანდატის დატოვებას ითხოვენ

ხმაურია "ევროპული საქართველოს" ოფისთან -  სამოქალაქო აქტივისტები ელენე ხოშტარიას მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო აქტივისტები იმ კაფეში შეჭრას ცდილობდნენ, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფებოდა.

 „დატოვონ მანდატი ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა“ -  ტრანსფარანტებით   აქტივისტები, ერთ-ერთი კვების ობიექტში მივიდნენ,  სადაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ვახშმობდა. რამდენიმე წუთში მათ ქუჩაში გადაინაცვლეს და აქცია გარეთ გააგრძელეს. შემდეგ კი, „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მივიდნენ.

აქტივისტები "ევროპული საქართველოს" ოფისთან პლაკატებით არიან მობილიზებულები. 

აქტივისტებმა კარებზე მიაკრეს სტიკერები და ჯებირებზე ასვლას  ცდილობდნენ.

დღის ამბები