07 აპრილი 2020,   01:07
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ - სარეიტინგო კომპანია Fitch

სარეიტინგო კომპანიის Fitch-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მმართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერი ფაქტორია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო მოსალოდნელზე მაღალი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლისთვის Fitch-ის საპროგნოზო მაჩვენებელი BB კატეგორიის ქვეყნების ბოლო 5 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.2%-იან მაჩვენებელზე მეტი იქნება. 

დღის ამბები