02 აპრილი 2020,   20:35
ვრცლად
მკვლელობა გუდაურში - დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირია 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ  ბრალდებას არ ეთანხმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა.

ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ დაკავებული ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირია.

ადვოკატის თმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ რამდენიმე ადამიანი ძალადობდა. ის ნაცემია და მიყენებული აქვს სხვადასხვა სახის დაზიანება. მისივე თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, საუბარი უჭირს და ფაქტების გადმოცემის უნარი, ამ ეტაპზე, არ აქვს.  უფლებადამცველის თქმით, ბრალდებული თავს იცავდა. 

"დღეს ის იმყოფება მცხეთის საავადმყოფოში. მის მიმართ მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმეა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ვერ მოხერხდა მისი შესახლება. ის არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. მას ძალიან უჭირს საუბარიც კი. უჭირს მოყოლა მომხდარის შესახებ, ვინაიდან იმყოფება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში," - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.   

შეგახსენებთ, გუდაურში გუშინ, დაპირისპირების დროს, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. 

დღის ამბები