02 აპრილი 2020,   19:56
ვრცლად
მივესალმებით მარგველაშვილის განცხადებას, რომ ის მზად არის შემოგვიერთდეს - გიგა ბოკერია

"მივესალმებით გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ ის მზად არის "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში მიმდინარე კოორდინაციას შემოუერთდეს - ასე ეხმაურება გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია.

"ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთება ამ ბრძოლის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ეროვნული ამოცანა, ვგულისხმობ ივანიშვილის ჩამოცილებას, პროპორციული დაბალანსებული სისტემის მიღებას და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას, მივესალმებით," - აცხადებს ბოკერია.

გიორგი მარგველაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ პოსტი "ტვიტერზე" დაწერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები