06 აპრილი 2020,   06:53
ვრცლად
"ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობის განთავსება" - კახა კალაძე

სასტუმრო "ბუდაპეშტის“ წარმომადგენელების შეთავაზებას, რომლის თანახმადაც, ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის“ აშენების ნაცვლად, რესტორნის აღდგენას სთავაზობს, კახა კალაძე პასუხობს.

თბილისის მერი ამბობს, რომ ვაკის პარკში 9 სართულიანი შენობის განთავსება მიუღებელია.

"ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობის განთავსება. საუბარი იყო 9 სართულიან კორპუსზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით არა კონკრეტულ პიროვნებას. ეს ბრიფინგებით საუბარი რაღაც სიახლეა მე მგონი, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ჩვენთან კომუნიკაციის. ნახონ სხვა ტერიტორიული ფართები, შეგვიძლია ჩვენც ვნახოთ და შესაბამისად, განვახორციელოთ ადგილმონაცვლეობა,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები