02 აპრილი 2020,   19:35
ვრცლად
ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესი - არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მხარეებს შორის შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება

ოპოზიციისთვის მმართველ პარტიასთან დიალოგის ფანჯარა დახურულია. ამბობენ, რომ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, მოლაპარაკების მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მსხდომებთან სალაპარაკო აღარაფერი აქვთ. მათი განცხადებით, გეგმებს იმ შემთხვევაში შეცვლიან, თუკი ქვეყანაში ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა შეწყდება, არჩევნები კი 2020 წელს დაპირებისამებრ, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

ოპოზიცია ამბობს, რომ ოცნების პირობებისა თუ დაპირებების აღარ სჯერა. ბოლო რამდენიმე დღეა იმასაც ხაზგასმით აცხადებენ, რომ ერთგვარი წითელი ხაზი გიგი უგულავას დაკავება აღმოჩნდა.

პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათი გადაწყვეტილება დიალოგიდან გასვლის შესახებ ნაჩქარევი იყო. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორების პოზიციასაც განმარტავს, რომ ამ სიტუაციაში დიალოგი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა.

პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იზიარებენ უმრავლესობაშიც. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლების შეთავაზება კომპრომისული და სამართლიანია.

როდის და რა ფორმით შეიძლება განახლდეს მოლაპარაკებები - პარტნიორები და მმართველი გუნდი მოლაპარაკების განახლების მომხრეა, ოპოზიცია კი დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს. 

დღის ამბები